მარკო რუბიო: მსოფლიოში ბევრი იდიოტია, რომელთაც ადამიანის მკვლელობა ახარებთ

მარკო რუბიო

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს თქმით, მსოფლიოში ბევრი იდიოტია, რომელთაც ადამიანის მკვლელობა ახარებთ.

რუბიოს განცხადებით, ასეთ უცხოელებს ქვეყანაში არ შეუშვებს. სახელმწიფო მდივნის თქმით, ვიზებს არ მისცემენ იმ უცხოელებს, რომლებმაც ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობა იზეიმეს.

კონსერვატორი აქტივისტის დაღუპვის ფაქტზე ქილიკის გამო, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკვე არსებული ვიზებიც ჩამოერთმევათ.

„რატომ უნდა მივცეთ ვიზა ისეთ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ საჯარო სივრცეში ადამიანის მოკვლა კარგია? ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ საღი აზრის ამბავია. ვაუქმებთ ვიზებს, არ ვიცი, უკვე გავაუქმეთ, თუ არა, ისეთი ადამიანებისთვის ვინც ამწუთას ჩვენს ქვეყანაში არიან, თუმცა ქვეყნის გარეთ ბევრს ვეუბნებით უარს. ყველანი დაფიქრდით, როცა ზეიმობთ ადამიანის ცივსისხლიან მკვლელობას და გსურთ შტატებში ჩამოსვლა. რატომ უნდა გვინდოდეს ასეთი ადამიანი ტურისტად ან საერთოდ რაიმე ფორმით? მსოფლიოს არ აკლია იდიოტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მკვლელობა კარგია. არ გვსურს მკვლელობის მომხრე ადამიანები ამერიკაში“, - თქვა რუბიომ.