5 ძლიერი ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება
1748547198
აშშ ჩინელი სტუდენტების ვიზების გაუქმებას იწყებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს.
როგორც რუბიო წერს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაიწყებს ჩინელი სტუდენტებისთვის ვიზების გაუქმებას, მათ შორის, ისეთებისთვის, ვისაც კავშირი აქვს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან.
„შეერთებული შტატები დაიწყებს ჩინელი სტუდენტების ვიზების გაუქმებას, მათ შორის ისეთების, რომლებსაც კავშირები აქვთ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ან კრიტიკულ სფეროებში სწავლობენ“, – წერს რუბიო.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცალკე განცხადებაში აღნიშნა, რომ ჩინელი სტუდენტების მიერ შემოსული ვიზის განაცხადები მომავალში დამატებით შემოწმებას დაექვემდებარება.