მარკ კარნი აცხადებს, რომ კანადის თავდაცვის ახალი გეგმა მიზნად ისახავს აშშ-ზე „დამოკიდებულების“ შემცირებას

მარკ კენი

 კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ კანადის თავდაცვის ახალი გეგმა მიზნად ისახავს აშშ-ზე „დამოკიდებულების“ შემცირებას. აღნიშნულის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

„პოლიტოკოს“ ცნობით, სტრატეგია ევროპასთან პარტნიორობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

„ამ პარტნიორობას, რომელიც ჩვენ გვაქვს შეერთებულ შტატებთან, ბევრი ძლიერი მხარე აქვს, მაგრამ ეს დამოკიდებულებაა“, – განაცხადა მარკ კარნიმ.

ამასთან, კარნიმ პირობა დადო, რომ კანადა შეასრულებს ნატო-ს თავდაცვის ხარჯების ვალდებულებას და მიმდინარე წელს მშპ-ის ორ პროცენტს, ხოლო 2035 წლისთვის ხუთ პროცენტს მიაღწევს.

„სიმართლე ისაა, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კანადამ საკმარისი თანხა არ დახარჯა თავდაცვაზე და არც საკმარისი ინვესტიცია ჩადო თავდაცვის ინდუსტრიებში. ჩვენ ვეყრდნობოდით ჩვენს გეოგრაფიას და სხვა ფაქტორებს ჩვენს დასაცავად. ამან შექმნა ისეთი დაუცველობა, რომლის ატანაც აღარ შეგვიძლია“, – განაცხადა კარნიმ.