მწვანე ხის გველი ზოდიაქოს 5 ნიშანს ნამდვილი სასწაულების წელს ჰპირდება
1736448403
კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ქმარმა ტიგრან კეოსაიანმა კლინიკური სიკვდილი გადაიტანა. რეჟისორი და ტელეწამყვანი ახლა კომაშია. ინფორმაცია ამის შესახებ თავად სიმონიანმა გაავრცელა.
„ჩემმა ქმარმა, ტიგრან კეოსაიანმა განიცადა კლინიკური სიკვდილი და კომაშია. როგორც ბევრმა იცით, მას დიდი ხანია, გულზე პრობლემები აქვს,“ - წერს „ტელეგრამში“ სიმონიანი.
არსებული ინფორმაციით, კეოსაიანი კლინიკაში დეკემბრის ბოლოს მოათავსეს.
როგორც მედიისთვის ცნობილია, 2008-10 წლებში, მან გულის შეტევა ორჯერ გადაიტანა.