„მან უდიდესი წვლილი შეიტანა სპეციალურ ოპერაციაში და ამ დამსახურებას ვერავინ წაართმევს“ - კადიროვი პრიგოჟინზე

კადიროვი

რამზან კადიროვი ევგენი პრიგოჟინის სიკვდილს ტელეგრამ არხზე გამოეხმაურა.

"დიდი ხნის განმავლობაში ვმეგობრობდით. ევგენი ვიკტოროვიჩთან ერთად ხშირად მიწევდა ურთულესი საკითხების გადაჭრა. მას პასუხისმგებლობის გრძნობა, უნიკალური კომუნიკაციის უნარი და შეუპოვრობა გამოარჩევდა. გროზნოში ჩემ პირველივე დაპატიჟებაზე ჩამოდიოდა, თუმცა ასაკით ჩემზე უფროსი იყო. მასთან ნებისმიერ თემასა და პრობლემაზე შეიძლებოდა საუბარი" - წერს კადიროვი და განმარტავს, რომ პრიგოჟინი სახელმწიფო მნიშვნელობის პიროვნება იყო, თუმცა ბოლო პერიოდში "ვერ ხედავდა, ან არ უნდოდა დაენახა ქვეყანაში მიმდინარე რეალური მოვლენები".

"ვთხოვდი გვერდზე გადაედო პირადი ამბიციები უპირველესი ეროვნული მნიშვნელობის საკითხების გამო. სხვა ყველაფრის გადაწყვეტა მოგვიანებით შეიძლებოდა. თუმცა ასეთი იყო, რკინის ხასიათით და მიზნის მიღწევის სურვილით აქ და ახლა.

ყველაფრის მიუხედავად, მან უდიდესი წვლილი შეიტანა სპეციალურ ოპერაციაში. და ამ დამსახურებას მას ვერავინ წაართმევს. მისი სიკვდილი დიდი დანაკარგია მთელი ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს" - წერს კადიროვი.

ასევე ნახეთ:

პუტინის კლანის „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ - როგორ იგეგმება პოლიტიკური მკვლელობები