მამის გარდაცვალებიდან 1 წლის თავზე შვილებმა მისგან საჩუქარი მიიღეს

ერიკი

მამის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ შვილებმა მისგან საჩუქარი მიიღეს. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

36 წლის ერიკ ფინდლი, კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ, 3 თვეში გარდაიცვალა.

სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ერიკი თავის შვილებზე ფიქრობდა და ცოლს ბოლო სურვილი გაანდო.

„როდესაც ერიკის მდგომარეობა შევიტყვეთ. ორივე ვფიქრობდით როგორ გაგვემარტივებინა ბავშვების მდგომარეობა, რომ მათ მამის დაკარგვა არ ეგრძნოთ – ცხოველის ჩუქება გადავწყვიტეთ“,- ამბობს ერიკის მეუღლე, მაურინი.

ერიკის 37-ე დაბადების დღეზე, მაურინმა ორი კატა იყიდა და ბავშვებს მიუყვანა.

„ისინი ბავშვებს მივუყვანე და ვუთხარი, რომ ერიკმა გამოუგზავნა მათ. რადგან მამას ისინი ძალიან უყვარს და უნდა ბედნიერები იყვნენ.მინდოდა ბავშვებისთვის ერიკის დაბადების დღე სასიამოვნო მოგონება ყოფილიყო“,- ამბობს მაურინი.