მალაიზიაში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა - დაიღუპა 10 ადამიანი

ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა

CNN-ის ცნობით, მალაიზიაში საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილები სამხედროები იყვნენ, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობდნენ.

საზღვაო ძალების ცნობით, ყველა სამხედრო ადგილზე დაიღუპა. ვერტმფრენები ერთმანეთს სამხედრო აღლუმისთვის მოსამზადებელი სწავლების დროს შეეჯახნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პილოტებმა დისტანცია არ დაიცვეს, რამაც ავიაკატასტროფა გამოიწვია. თუმცა, ზუსტი მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.