მაკრონმა ფეზეშქიანსა და ტრამპთან სატელეფონო საუბრები გამართა

ემანუელ მაკრონი

 საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანსა და ამერიკის ლიდერს დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა.

მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ორივე ლიდერს ცეცხლის შეწყვეტის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად ლიბანზე იერიშების შეწყვეტა დაუსახელა. საფრანგეთის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერებას ცდილობს.

მაკრონის ცნობით, ის ასევე ესაუბრა ლიბანის, ერაყის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებს.