ინდოელი წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლისთვის
1768509071
მას შემდეგ, რაც გასულ კვირას რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რაკეტა „ორეშნიკი“ გაუშვა, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ „ეს გასროლა არის ძალიან მკაფიო სიგნალი [ბირთვული იარაღის] მქონე სახელმწიფოსგან, რომელმაც გადაწყვიტა მსგავსი შესაძლებლობების შექმნა“. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.
„გზავნილი ნათელია და ყველამ, ვისაც ჰგონია, რომ რუსეთის საკითხი ჩვენ არ გვეხება, ის სრულყოფილად უნდა აღიქვას: ჩვენ ამ გასროლების წვდომის არეალში ვართ“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.
მაკრონი მიიჩნევს, რომ „თუ გვსურს დავრჩეთ სანდოები, ჩვენ, ევროპელებმა და განსაკუთრებით საფრანგეთმა, რომელიც ფლობს გარკვეულ ტექნოლოგიებს, უნდა ავითვისოთ ეს ახალი იარაღი, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში შეცვლის თამაშის წესებს“.
„ჩვენს პარტნიორებთან, განსაკუთრებით გერმანიასა და ბრიტანეთთან ერთად, მტკიცედ უნდა წავიდეთ წინ შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობების განვითარებისკენ. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც გაზრდის ჩვენს სანდოობას და მხარს დაუჭერს ბირთვულ შეკავებას“, - დასძინა მან.
დღეიდან ბაღებში ახალი სისტემა ამოქმედდება
1768436070