„ჯარიმა 500 ლარია...“ - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1777461872
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ორშაბათს ესაუბრა თავის ამერიკელ და ირანელ კოლეგებს - დონალდ ტრამპსა და მასუდ პეზეშკიანს. მან მხარეებს მოუწოდა მოლაპარაკებების განახლებისკენ მას შემდეგ, რაც პირველი რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა.
პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მაკრონმა მხარეებს მოუწოდა გააგრძელონ შაბათ-კვირას ისლამაბადში „შეწყვეტილი“ მოლაპარაკებები, რათა „განიმარტოს გაუგებრობები და თავიდან იქნას აცილებული ესკალაციის ახალი ფაზები“.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყველამ მკაცრად დაიცვას და მან მოიცვას ლიბანიც“, - დაწერა მაკრონმა. ამერიკის შეერთებული შტატები კი ამტკიცებს, რომ ლიბანის კონფლიქტი ირანთან მოლაპარაკებებისგან დამოუკიდებელი საკითხია.
„ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ჰორმუზის სრუტე რაც შეიძლება მალე გაიხსნას უპირობოდ, ყოველგვარი კონტროლისა თუ გადასახადების გარეშე“, - განაცხადა მაკრონმა. მისი თქმით, ეს შესაძლებლობას მისცემს მხარეებს, სწრაფად განაახლონ მოლაპარაკებები.