მაიკ პენსი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

მაიკ პენსი

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამერიკული მედიის ცნობით, მაიკ პენსი ოფიციალურად დარეგისტრირდა ფედერალურ საარჩევნო კომისიაში.

მაიკ პენსი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში იკავებდა. პრეზიდენტობის კანდიდატები ასევე არიან დონალდ ტრამპი და ფლორიდის შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი.

„რესპუბლიკელი“ ამომრჩევლები მომავალ წელს პრაიმერიზზე გადაწყვეტენ, თუ რომელი კანდიდატი დაუპირისპირდება ჯო ბაიდენს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.