1785875141
ლოს ანჯელესში, დონალდ ტრამპის გოლფის კლუბთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს
ლოს ანჯელესში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გოლფის კლუბთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავება პრეზიდენტის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.
ლოს ანჯელესის შერიფის დეპარტამენტის განცხადებით, მამაკაცი „გოლფის კლუბის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდა და, როგორც ჩანს, უსაფრთხოების დაგეგმილ ღონისძიებებს აკვირდებოდა“.
გამომძიებლების ინფორმაციით, 38 წლის ჯინინ ჯონ ტაელეს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის ტარება და აკრძალული ტიპის საბრძოლო მასალის უკანონო ფლობა.
ამასთან, ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას პოლიციამ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და რამდენიმე დღიური აღმოაჩინა, რომლებიც, პოლიციის შეფასებით, „შემაშფოთებელ ჩანაწერებს“ შეიცავდა.
როგორც მედია წერს, გამოძიება აშშ-ის საიდუმლო სამსახურის მონაწილეობით გრძელდება. სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ ეჭვმიტანილს დამატებითი ბრალიც წაუყენონ.










