ლიბანის პრემიერ-მინისტრი მიესალმება ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და პროცესში ჩართულ ქვეყნებს მადლობას უხდის

ნავაფი

ლიბანის პრემიერ-მინისტრი ნავაფ სალამი მიესალმება მის ქვეყანასა და ისრაელს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ამის შესახებ ნავაფ სალამი სოციალურ ქსელში წერს.

სალამმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შუამავლობა სცადეს. ქვეყნებს შორის არიან აშშ, საფრანგეთი, საუდის არაბეთი კატარი და იორდანია.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ათდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდება. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ვაშინგტონის დროით 17:00 საათიდან ამოქმედდება.