1746822051
ლატვიის შემდეგ ესტონეთი - რობერტ ფიცოს თვითმფრინავს მოსკოვში, 9 მაისის აღლუმზე გასაფრენად, საჰაერო სივრცე ტალინმაც დაუხურა

ლატვიის შემდეგ, რობერტ ფიცოს თვითმფრინავს მოსკოვში, 9 მაისის სამხედრო აღლუმზე გასაფრენად, საჰაერო სივრცე დაუხურა ესტონეთმაც. აღნიშნულ ფაქტზე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის გამოხმაურებას ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.
"რა თქმა უნდა, ეს არის მოსკოვში ჩემი ვიზიტის განზრახ ჩაშლის მცდელობა" - თქვა ფიცომ და განაცხადა, რომ მისი პროტოკოლის სამსახური "ყველაფერს აკეთებს, რათა სხვა ალტერნატიული მარშრუტი მოძებნოს".
მანამდე მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებებზე ჩასასვლელად ლატვიამ და ლიეტუვამ საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს სერბეთის პრეზიდენტს. საბოლოოდ, ალექსანდარ ვუჩიჩი მოსკოვში ბაქოს გავლით ჩაფრინდა.