ლამაზი სანახაობა იყო, როგორ გაწმინდა ნიუ იორკის პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტის შენობა დემონსტრანტებისგან - ტრამპი

დონალ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ლამაზი სანახაობა იყო, თუ როგორ გაწმინდა ნიუ იორკის პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტის შენობა დემონსტრანტებისგან.

„პოლიცია მოვიდა და ზუსტად ორ საათში ყველაფერი დასრულდა. მშვენიერი სანახაობა იყო, საუკეთესო ნიუ იორკში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ის ფიქრობს, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტის რეპუტაცია ძალიან დაზიანდა. მან ასევე გააკრიტიკა უნივერსიტეტის პრეზიდენტი მინუშ შაფიკი.

შეგახსენებთ, ნიუ იორკის პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ნიუ იორკის სითი კოლეჯში პროპალესტინური აქციის 300-მდე მონაწილე დააკავა. კოლუმბიის უნივერსიტეტში სტუდენტების საპროტესტო აქცია რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს. სტუდენტები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას, უნივერსიტეტის მიერ ისრაელთან ფინანსური ტრანზაქციების შეწყვეტასა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დასჯილი სტუდენტებისა და ლექტორების ამნისტიას ითხოვენ.