ლაბუბუს ჯიბის ურჩხული ჩაანაცვლებს: ახალი მოდა - მშობლები მთელი მსოფლიოდან ადამიანის კბილებიანი ფაგლერების საყილად დაირაზმნნენ 

ფაგლერი

მსოფლიომ აქტიურად აიტაცა ახალი ტენდენცია და ლაბუბუს ემშვიდობებიან. ამჯერად, ფაგლერები - ადამიანის კბილებიანი ფუმფულა მონსტრები ბაზარს შტურმით იპყრობენ. მწარმოებელი მას აღწერს, როგორც „ჯიბის ქრინჯის ახალ დონეს“ და წარმოგვიდგენს მათ, როგორც საშინელ და საშიშ არსებებს, რომლებიც „თქვენი ცხოვრების ნაწილი სამუდამოდ იქნებიან“.
ფაგლერები ასევე აღწერილია, როგორც „სასაცილოდ მახინჯი მონსტრები, რომლებიც მზად არიან თქვენი გული გაათბონ და თქვენს ცხოვრებაში შეიჭრნენ თავიანთი ხრიკებითა და გიჟური გარეგნობით, რადგან თითოეული ფაგლერი ცდილობს ქაოსი მოახდინოს, სადაც არ უნდა წავიდეს“.
კბილებიანი მონსტრები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ზომებში, პატარადან დაწყებული 40 სანტიმეტრის სრული ზომის სათამაშოებით დამთავრებული. 

Laboobu-ს სათამაშოებისგან განსხვავებით, რომლებიც „სიურპრიზ ყუთებში“ იყიდება, Fugglers მუყაოს შეფუთვაშია, რომლის შიგნითაც ურჩხულის სურათია. შეფუთვას გამჭვირვალე ფანჯარა აქვს, რაც საშუალებას გაძლევთ დაინახოთ სათამაშოს „სახე“. ამ ურჩხულების ფასები 15 დოლარიდან იწყება.