მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 142 წლის ასაკში გარდაიცვალა
1768675603
Fox News-ის ახალი ამბების მკვლევარმა, კრის მასარომ, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობს, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი სტატია გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ მასარო აქტიურად ადევნებს თვალს და აზიარებს ქართველი ოპოზიციონერი აქტივისტების ტვიტებს საპროტესტო აქციებიდან.
მაგალითად, მას გაზიარებული აქვს რუსუდან ჯაყელის, „დროას“ წარმომადგენლის, მარიკა მიქიაშვილის პოსტი, რომ „3 შვილის დედას შესაძლოა ერთ წლამდე პატიმრობა მიესაჯოს ტროტუარზე დგომის გამო“. ასევე, გაზიარებული აქვს ონლაინგამოცემის „პუბლიკა“ პოსტი და სხვა.
ამასთან, მასარო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ სიძულვილით გამოირჩევა. მას წარსულში არაერთი პოსტი აქვს დაწერილი, რომ დონალდ ტრამპი ავტორიტარული შიშისა და თაყვანისცემის მიმართ აღფრთოვანებას გამოხატავს, რაც შოკისმომგვრელიც კი აღარ არის, გაცილებით მეტია და პირიქით, შევხვდებით ტრამპის წინამორბედის, ჯო ბაიდენის მხარდამჭერ პოსტებს.