კრემლი: პუტინმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა

ტრამპი პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, იური უშაკოვმა განუცხადა.

„აქცენტი გაკეთდა ირანთან კონფლიქტის ირგვლივ არსებულ ვითარებასა და უკრაინის საკითხის დარეგულირების შესახებ მიმდინარე ორმხრივ მოლაპარაკებებზე, რომლებიც აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობით იმართება“, - განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

პუტინმა გამოთქვა რიგი მოსაზრებები, რომლებიც მიმართულია ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაციის რაც შეიძლება სწრაფი პოლიტიკურ-დიპლომატიური მოწესრიგებისკენ.

ტრამპმა, თავის მხრივ, შეფასება მისცა ისრაელთან ერთად წარმოებულ ერთობლივ ოპერაციას.

კრემლის განცხადებით, საუბარი ამერიკის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა. იგი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ორივე ლიდერმა გამოთქვა მზადყოფნა ერთმანეთთან რეგულარული კომუნიკაციისთვის.