1787517990
კრასნოდარის მხარეში დრონების თავდასხმის შედეგად ონლაინ მაღაზია „ოზონის“ საწყობი იწვის, რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, დრონის ნამსხვრევები საბავშვო ცენტრს დაეცა, დაიღუპა ორი ბავშვი
რუსეთის კრასნოდარის მხარეში დრონების თავდასხმის შედეგად ონლაინ მაღაზია „ოზონის“ საწყობი იწვის.
რუსული მედიის ცნობით, კრასნოდარის მხარეში ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. რეგიონის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით, კრასნოდარში დრონის ნამსხვრევები კერძო საბავშვო ცენტრს დაეცა, რის შედეგადაც ორი ბავშვი დაიღუპა. კიდევ შვიდი ბავშვი და ორი ზრდასრული დაშავდა.
გუბერნატორის ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლებიც. დრონების ჩამოვარდნის შედეგად ასევე ხანძარი გაჩნდა საწყობების ტერიტორიაზე, თუმცა კონდრატიევს არ დაუკონკრეტებია, რომელ ობიექტებზე იყო საუბარი.
ამასთან, რუსული სააგენტოები „ოზონის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თავდასხმის დროს კრასნოდარში კომპანიის ლოგისტიკური ცენტრი დაზიანდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ თავდასხმის შემდეგ დიდი ხანძარი გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
წინასწარი ინფორმაციით, „ოზონის“ საწყობის თანამშრომლებს შორის დაშავებულები არ არიან. ისინი შენობიდან გაიყვანეს.
უკრაინული ტელეგრამ არხები ასევე ავრცელებენ ინფორმაციას ადიღეასა და სტავროპოლის მხარეში „ოზონის“ საწყობებზე დარტყმების შესახებ, თუმცა ეს ცნობებს ოფიციალურად არ არის დადასტურებული.









