„თუ ეს ნივთი სახლში გაქვთ, გადააგდეთ...“ - ექიმის გაფრთხილება
1769633117
ევროკომისიამ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ჰენრიკ ჰოლოლეი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც შიდა გამოძიებამ ჰოლოლეისთან დაკავშირებით წესების დარღვევა დაადგინა, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ესტონელი ჰოლოლეის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა ინტერესთა კონფლიქტის, გამჭვირვალობის, საჩუქრების მიღებისა და დოკუმენტების გამჟღავნების წესების დარღვევის ბრალდებით.
ესტონური მედიის ცნობით, პროკურატურამ კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა ფრანგული გაზეთის პუბლიკაციის საფუძველზე. გაზეთის ცნობით, ჰოლოლეიმ,საჩუქრების სანაცვლოდ, კატარსა და ევროკავშირს შორის ავიაციის მნიშვნელოვან შეთანხმებაზე კონფიდენციალური ინფორმაცია გაცვალა.
ბრალდებების თანახმად, ჰოლოლეიმ და მის ოჯახმა 2016-2019 წლებში, ე.წ. ღია ცის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დროს, ათობით ათასი ევროს ღირებულების საჩუქრები მიიღეს. ეს შეთანხმება 2021 წლიდან Qatar Airways-ს საშუალებას აძლევს თავისუფალი წვდომა ჰქონდეს ევროკავშირის ყველა აეროპორტში.
„მე დამწუხრებული ვარ, მაგრამ ვიღებ კომისიის გადაწყვეტილებას და მიხარია, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი საბოლოოდ დასრულდა“, – განუცხადა ჰოლოლეიმ „პოლიტიკოს“.
ჰენრიკ ჰოლოლეი ევროკომისიის ტრანსპორტის საკითხებში მაღალჩინოსანი იყო, ხოლო ბოლო დროს საერთაშორისო პარტნიორობის გენერალურ დირექტორატში მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა.
„პოლიტიკო“ წერს, რომ გასულ წელს გამოძიებამ შეისწავლა კომისიის თანამშრომელთა რეგულაციის ოთხი მუხლის შესაძლო დარღვევები.