ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1757622213
მტკნარი წყალი მთელ მსოფლიოში უჩინარდება. როგორც ახალი ანალიზი აჩვენებს, მისი უდიდესი ნაწილი ოკეანეში შედის და გამშრალ კონტინენტებს ამჟამად გლობალური ზღვის დონის საგანგაშო აწევაში უფრო მეტი წვლილი შეაქვთ, ვიდრე ყინულის საფარის დნობას.
ინდოეთის FLAME უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი დედამიწის სისტემების მეცნიერის, ჰრიშიკეშ ჩანდანპურკარის ხელმძღვანელობით, ამბობს, რომ სასწრაფოდ მომზადებაა საჭირო მომავალი უფრო მშრალი პერიოდისთვის, რასაც განაპირობებს კლიმატის ცვლილება და ადამიანთა მიერ მიწისქვეშა წყლების ხარჯვა.
NASA-ს თანამგზავრ GRACE-სა და მისი შემდეგი მისიის მიერ ოცი წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების გამოყენებით, მკვლევრებმა შექმნეს სურათი იმისა, როგორ შეიცვალა ხმელეთის წყლის მარაგი 2002 წლიდან დღემდე და რატომ.
„დავადგინეთ, რომ კონტინენტებმა (მთელი ხმელეთი გრენლანდიისა და ანტარქტიდის გარდა) განიცადეს უპრეცედენტო მაჩვენებლით გამოშრობა და ყოველწლიურად გამომშრალი კონტინენტური ტერიტორიის ფართობი დაახლოებით კალიფორნიის შტატის ზომით იზრდება“, — წერენ მკვლევრები.
ადამიანებმა ძლიერ დაარღვიეს დედამიწის წყლის ციკლი სათბურის აირების გამოყოფით, რომლებიც ცვლიან ჩვენს ატმოსფეროს; ასევე წყლის არხებისა და ნალექის შემკრები ნაგებობების გადამისამართებით. მიუხედავად იმისა, რომ ნოტიო ზონები უფრო ნოტიო ხდება და მშრალი ზონები კიდევ უფრო მშრალი, ეს ცვლილებები ეტაპობრივად არ მიდის.
„მშრალი ზონები უფრო სწრაფი მაჩვენებლით შრება, ვიდრე ნოტიო ზონები ხდება უფრო ნოტიო. ამავე დროს, გაიზარდა ზონები, რომლებიც შრება და შემცირდა ზონები, რომლებიც ნოტიო ხდება“, — წერს ჯგუფი.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთლიანობაში, ხმელეთის წყალი თანდათან იკლებს, რასაც გამანადგურებელი ეფექტები აქვს მთელ მსოფლიოში. მათ შორის არის მტკნარი წყლის წყაროები ზედაპირზე, როგორიცაა ტბები და მდინარეები, ისევე როგორც დედამიწის ზედაპირქვეშ შენახული მიწისქვეშა წყლები. მოსახლეობის უმრავლესობა, 75 პროცენტი, ცხოვრობს 101 ქვეყანაში, სადაც მტკნარი წყალი ]სულ უფრო მზარდი მაჩვენებლით იკარგება.
სად მიდის ეს წყალი? — ძირითადად ოკეანეში. კონტინენტებიდან ოკეანეებში იმდენი მტკნარი წყალი ჩადის, რომ ამჟამად ამას უფრო დიდი წვლილი შეაქვს ზღვის დონის აწევაში, ვიდრე ყინულის საფარის დნობას.
კონტინენტთა გამოშრობის მაჩვენებლის ეს ცვლილება ძირითადად განპირობებულია ხმელეთის წყლის დანაკარგებით მაღალ განედებზე, მაგალითად, კანადასა და რუსეთში. ავტორები ეჭვობენ, რომ ეს გამოწვეულია ამ რეგიონებში ყინულისა და გაყინული ქანების დნობით.
კონტინენტებზე, სადაც მყინვარები არ არის, ხმელეთის წყლის დანაკარგის 86 პროცენტი დაკავშირებულია ადამიანთა მიერ გრუნტის წყლის გამოყენებასთან. ნაწილობრივ ამაში როლი შეასრულა ბოლოდროინდელმა უპრეცედენტო გვალვებმა ცენტრალურ ამერიკასა და ევროპაში; მოსალოდნელია, რომ კლიმატის კრიზისის პირობებში, ასეთი მოვლენები სულ უფრო გახშირდება და გამკაცრდება.
რადგან წიაღისეული საწვავის გამონაბოლქვის სულ უფრო ზრდა ცვლის ნალექების იმ მახასიათებლებს, რომლებზეც ერთ დროს დამოკიდებული ვიყავით, ადამიანები მიწისქვეშა წყლებს მიმართავენ, რაც დამატებითი სტრესის ქვეშ აყენებს წყლის ამ წყაროებს, რომლებიც სულაც არ ივსება იმ მაჩვენებლით, რომლითაც ისინი შრება.
მრავალ კონტინენტზე, გრუნტის წყლების ჭარბ მოხმარებას მივყავართ მშრალ აგრარულ რეგიონებამდე, რომლებიც ამ წყალზე არიან დამოკიდებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების სარწყავად; ამის მაგალითია კალიფორნიის ცენტრალური ხეობა, რომელიც მსოფლიოში ნუშის 70 პროცენტს აწარმოებს და ბამბის წარმოება ახლა მთლიანად მშრალ არალის ზღვასთან ცენტრალურ აზიაში.
„ამ მომენტისთვის, გრუნტის წყლების ჭარბი ამოქაჩვა მშრალ რეგიონებში ხმელეთის წყლის მარაგის შემცირების უდიდესი კონტრიბუტორია, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს ტემპერატურის მატების, არიდიზაციისა და ექსტრემალური გვალვის მოვლენების ზემოქმედებას. მსოფლიოს მიწისქვეშა წყლების დაცვა უმნიშვნელოვანესია დათბობის პროცესში და იმ კონტინენტებზე, რომლებიც, როგორც ვიცით, შრება“, — წერენ მკვლევრები.
ისინი იმედოვნებენ, რომ მიწისქვეშა წყლების მდგრადი გამოყენების განვითარების რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო ძალისხმევა ხელს შეუწყობს ამ ძვირფასი რესურსის შენარჩუნებას მომავალი წლების განმავლობაში.