კომპანია Meta თანამშრომლების დაახლოებით 10%-ის შემცირებას გეგმავს

meta

კომპანია Meta მომავალ თვეში თავისი თანამშრომლების დაახლოებით 10%-ის შემცირებას გეგმავს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

კომპანია Meta ამჟამად მსოფლიოში 78,000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს.

შესაბამისად, დაგეგმილი შემცირება დაახლოებით 7,800 თანამშრომელს შეეხება. ამასთან, კომპანია დაახლოებით 6,000 შიდა პოზიციის გაუქმებასაც გეგმავს.

მასშტაბური შემცირება მიზნად ისახავს „კომპანიის უფრო ეფექტიანად მართვას“ და იმ ინვესტიციების კომპენსირებას, რომელსაც კომპანია სხვა მიმართულებებით ახორციელებს.