1786477975
კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა
კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა.
მაშველები ნანგრევებში გადარჩენილთა ძებნას განაგრძობენ.
გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა ოფისის შეფასებით, დაზიანებულია დაახლოებით 5 000 საცხოვრებელი სახლი, ათობით შენობა კი მთლიანად დანგრეულია.
ქალაქ კალიში მიწისძვრამ ერთ-ერთი საავადმყოფოს ზედა სართულები დააზიანა, მათ შორის საბავშვო განყოფილება. პაციენტების ნაწილის ევაკუაცია ვერ მოხერხდა, ხოლო 600-ზე მეტ ადამიანს დახმარება შენობის გარეთ აღმოუჩინეს.
მიწისძვრამ ქვეყნის ინფრასტრუქტურასაც დააზიანა. დაიხურა ექვსი აეროპორტი. ელექტროენერგია, წყალმომარაგება და კავშირგაბმულობა კვლავ შეფერხებულია, განსაკუთრებით ეპიცენტრთან ახლოს მდებარე რეგიონში, რაც სამაშველო სამუშაოებსა და დახმარების მიწოდებას ართულებს.
დაზარალებულ რეგიონებში კავშირგაბმულობის პრობლემების გამო ზუსტი ზარალისა და დაღუპულთა საბოლოო რაოდენობის დადგენას, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდეს.
7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონსა და მეზობელ სახელმწიფოებში – ვენესუელაში, ეკვადორსა და პანამაშიც იგრძნობოდა.











