როგორი იქნება 2026–2027 წლების ზამთარი - სინოპტიკოსები უპრეცედენტო ოკეანურ ანომალიებზე საუბრობენ
1786298567
კოლუმბიაში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი, დანგრეულია შენობები, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.
კოლუმბიის ქალაქ კალის მერის, ალეხანდრო ედერის განცხადებით, დაახლოებით 20 შენობა დაინგრა და ადამიანები ამ დრომდე ნანგრევებში არიან. მიწისძვრის გამო ქვეყნის ექვს აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა.
კოლუმბიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიწისძვრის ეპიცენტრში, სან-ხოსე-დელ-პალმარში, ერთიანი საკოორდინაციო შტაბი შეიქმნა, რომლის მიზანიც დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების გაწევაა.