კირ სტარმერი: ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს აშშ-თან და ამ ურთიერთობას შევინარჩუნებთ, ჩინეთის იგნორირებაც იქნებოდა სისულელე, მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა, არსებობს ბიზნესშესაძლებლობები

კირ სტარმერი

ჩვენ აშშ-სა და ჩინეთს შორის არჩევანს არ გავაკეთებთ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პეკინში ვიზიტამდე სტარმერმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არ იქნება იძულებული, აშშ-სა და ჩინეთს შორის არჩევანი გააკეთოს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრა შეუძლია დონალდ ტრამპის გაღიზიანების ან აშშ-თან ურთიერთობების გაუარესების გარეშე.

„ხშირად მთხოვენ, უბრალოდ ქვეყნებს შორის არჩევანი გავაკეთო. მე ამას არ ვაკეთებ“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ „მნიშვნელოვან შესაძლებლობებზე“, რომლებიც პეკინში ვიზიტმა ბრიტანული ბიზნესისთვის უნდა მოიტანოს.

„ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს შეერთებულ შტატებთან, რა თქმა უნდა, ეს გვინდა და ამ ურთიერთობას შევინარჩუნებთ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებთან ერთად. ანალოგიურად, სისულელე იქნებოდა უბრალოდ ქვიშაში თავის ჩამალვა და ჩინეთის იგნორირება, როდესაც ის მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა და არსებობს ბიზნესშესაძლებლობები“, – აღნიშნა სტარმერმა.

კირ სტარმერი ჩინეთში ვიზიტით 28-31 იანვარს ჩავა. უკანასკნელად ჩინეთში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რვა წლის წინ იმყოფებოდა.