1757751532
ხანძრის შედეგად 107 ადამიანი დაიღუპა, 140-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება - ტრაგედია კონგოში

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ნავზე ხანძრის შედეგად 107 ადამიანი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ მთავრობის შიდა ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა მდინარე კონგოზე, ქვეყნის ეკვატორიალურ პროვინციაში მოხდა.
სოციალურ საკითხთა სამინისტროს ცნობით, სამაშველო ჯგუფებმა 209 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ზოგიერთი მათგანი დაშავებულია. 140-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, რომელშიც საზღვაო სამსახურის თანამშრომლები და მოხალისეები მონაწილეობენ.
მდინარის ტრანსპორტი კონგოს ტროპიკულ ტყეებში სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, სადაც ძველი ხის ნავები სოფლებს შორის ტრანსპორტირების ძირითადი საშუალებას წარმოადგენს. ნავების გაუმართავობისა და გადატვირთულობის, ასევე მათი ღამით გამოყენების გამო ხშირია უბედური შემთხვევები. სამაშველო ოპერაციებს კი შეზღუდული რესურსი და შემთხვევის ადგილების მდებარეობა ართულებს.