1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მსხვერპლი მოჰყვა მოსკოვში, 16 სართულიან შენობაში გაჩენილ ხანძარს. ხანძარი მე-5 სართულზე გაჩნდა შენობაში, სადაც სასტუმროცაა განთავსებული. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი. დაშავდა 9 ადამიანი, მათგან - 3 ბავშვი.
რუსული სააგენტოების ცნობით, ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობაში, რომლის ოთხი სართული სასტუმროა, ხანძარი წუხელ გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, შენობის ნაწილს ცეცხლი მოედო ერთ-ერთი დერეფნიდან, სადაც ხანძარი, სავარაუდოდ, განზრახ გააჩინა მთვრალმა კაცმა. შენობიდან 200-მდე მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა.
საქმეს იძიებს მოსკოვის პროკურატურა და საგამოძიებო კომიტეტი.