1734778532
კაცმა ტრამპის პროცესის მიმდინარეობისას თავი დაიწვა - ის საავადმყოფოში გარდაიცვალა
უცნობმა მამაკაცმა მანჰეტენის სასამართლოსთან, სადაც აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, თავი დაიწვა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
მედიის ცნობით, მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, საწვავის გადასხმამდე მამაკაცმა ბროშურები გაფანტა.
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, კაცი უკვე იდენტიფიცირებულია და ის მაქს აზარელოა ფლორიდის შტატიდან.
ამერიკული მედიის ცნობით, კაცი ფლორიდის შტატიდან ნიუ-იორკში კვირის დასაწყისში ჩავიდა.
ამ ეტაპზე უცნობია რა მოტივით დაიწვა კაცმა თავი.