13 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1793359039
კატარის დელეგაცია თეირანში ჩავიდა. დელეგაცია, რომელსაც კატარის პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ხელმძღვანელობს, ირანის უმაღლეს ოფიციალურ პირებთან გამართავს მოლაპარაკებებს.
ირანული მედიის თანახმად, მოსალოდნელია, რომ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება ირან-კატარის ურთიერთობების გაძლიერებასა და რეგიონში განვითარებულ უახლეს მოვლენებთან დაკავშირებით მოსაზრებების გაცვლაზე.
პარალელურად, „როიტერი“ წერს, რომ კატარელი შუამავლების ვიზიტი აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევის მცდელობების ნაწილია. „როიტერის“ თანახმად, მოლაპარაკებები აშშ-თან არის შეთანხმებული.