კარიბის ზღვის აუზი სტიქიური უბედურების ზონაა - რეგიონში ქარიშხალი ,,მელისა” მძვინვარებს

კო

კარიბის ზღვის აუზი სტიქიური უბედურების ზონაა. რეგიონში ქარიშხალი "მელისა" მძვინვარებს. ჰაიტიში უკვე დაიღუპა 40 ადამიანი, 18 კი დაკარგულად ითვლება. მსხვერპლია იამაიკაშიც, გარდაცვლილია რვა ადამიანი.

კუბაში ქარიშხალს ნგრევა მოჰყვა. ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. დაზარალებული რაიონებიდან ევაკუირებულია 25 000 ადამიანი. კუნძულის უმეტესი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.