კანიე უესტს დიდმა ბრიტანეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

კანიე უესტი

დიდმა ბრიტანეთმა ამერიკელ რეპერს, კანიე უესტს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გადაწყვეტილების მიზეზად რეპერის წარსულში გაკეთებული ანტისემიტური შინაარსის განცხადებები და ნაციზმის მიმართ მხარდაჭერა სახელდება.

აღნიშნულის გამო, ლონდონში დაგეგმილი Wireless Festival სრულად გაუქმდა.