1740411445
კანადელმა მილიონერმა დასახლებაში, სადაც ბავშვობა გაატარა, 99 გაჭირვებულ ოჯახს სახლი აუშენა

კანადელმა მილიონერმა დასახლებაში, სადაც ბავშვობა გაატარა, 99 გაჭირვებულ ოჯახს სახლი აუშენა. ქველმოქმედი ბიზნესმენის სახელი მარსელ ლებრუნია. არსებული ინფორმაციის თანახმად, პროექტისათვის მას $4 მილიონი ჰქონდა გამოყოფილი.
ლებრუნი წარმოშობით კანადის აღმოსავლეთიდან, ზღვისპირა პროვინცია ნიუ-ბრანსუიკიდანაა. მისი მიზანი ადგილზე სრულყოფილი საცხოვრებელი კომპლექსის გაშენებაა - რესტორნებით, ბავშვებისთვის გასართობი ცენტრებითა და მაღაზიებით. პროექტი ჯერ კიდევ მიმდინარე ფაზაშია, თუმცა ოჯახებს კუთვნილი მცირე ზომის სახლები უკვე გადაეცათ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნიუ-ბრანსუიკის მოსახლეობის უმეტესობა ეკონომიკური პრობლემების წინაშე იმყოფება. გამოწვევის უმთავრესი მიზეზი სამუშაო ადგილების ნაკლებობაა.
„არ ვფიქრობ, რომ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთე. უბრალოდ, ერთ დღესაც გადავწყვიტე, ერთ-ერთი გაყიდული ბიზნესიდან მიღებული თანხის ნაწილი ჩემს მშობლიურ ადგილას დამებანდებინა. ვფიქრობ, ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ დავეხმაროთ ჩვენს ქალაქებს ისე, როგორც შეგვიძლია", - ამბობს ლებრუნი.
ასევე ნახეთ:
„რამხელა ტრაგედიაა ღმერთო...“ - ბათუმის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს