კანადაში იპოვეს კატა, რომელსაც 6 კიდური ჰქონდა - ფოტო

კატა

კანადაში ექვსფეხა კატა დაიბადა. ცხოველი ორი დამატებითი ფეხითა და მენჯით დაიბადა. ვეტერინარებმა ივარაუდეს, რომ ეს ტყუპის საშვილოსნოში შთანთქმის შედეგი იყო:

„ახლა მას სჭირდება რთული ოპერაცია ზედმეტი კიდურების მოსაცილებლად, ასევე მარცხენა უკანა ფეხის, რომელიც მეორე მენჯზე უკანაა მიმაგრებული და სრულიად გამოუსადეგარია.“

მოხალისეებმა ოპერაციის, დიაგნოსტიკური ტესტებისა და ოპერაციის შემდგომი მკურნალობისთვის 5 ათასი დოლარის შეგროვება გამოაცხადეს. 12 მაისს მათ გამოაცხადეს, რომ ბიტსის ოპერაცია ჩაუტარდა და უკეთესი ცხოვრების შანსი ჰქონდა.

Daily Mail-ის ცნობით , კატას ორსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა.

„ოპერაციამდე მას არ შეეძლო სწორად დაწოლა, ფეხები ობობასავით უნდა გაეშალა. ახლა თავს ფანტასტიკურად გრძნობს - დარბის და თამაშობს. სამი ფეხის ქონას ძალიან ადვილად შეეჩვია. ვფიქრობ, ის იმდენად ბედნიერია, რომ ტკივილს არ გრძნობს, რომ ადაპტაცია გაცილებით გაუადვილდა.“