კალიფორნიის გუბერნატორმა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვა... - რას წერს BBC ლოს-ანჯელესის ხანძარზე

ლოს-ანჯელესი

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა სახანძრო ჰიდრანტებთან დაკავშირებული პრობლემა დაადასტურა.

"კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა მოითხოვა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება იმის თაობაზე, თუ როგორ შეაფერხა წყლის ნაკლებობამ ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები", - წერს BBC.

ლოს-ანჯელესის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.

მეოთხე დღეა, კალიფორნია სტიქიური უბედურების ზონაა. შტატის დასახლებებს მასშტაბური ხანძარი ანადგურებს. გადამწვარია 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა.