კაია კალასმა სერბეთის პრეზიდენტი მოსკოვში ვიზიტის გამო გააკრიტიკა

კაია კალასი

ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, კაია კალასმა სერბეთის პრეზიდენტი, ალეექსანდარ ვუჩიჩი მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასწრების გამო გააკრიტიკა.

როგორც მან აღნიშნა, ვუჩიჩის ვიზიტი რუსეთის დედაქალაქში ევროკავშირისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება.

„მომდევნო მოლაპარაკებების დროს ისინი [ევროკავშირი] სერბეთს ბევრ კითხვას დაუსვამენ: „ვინ არის თქვენი მეგობარი და ვისთან გსურთ საქმის კეთება“, - აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, სერბეთის ჯარის მონაწილეობა მოსკოვში გასამართ სამხედრო აღლუმში „აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება“ იქნებოდა, მაგრამ „სერბული არმია ამაში მონაწილეობას არ მიიღებს“.