კაია კალასი: ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით რუსეთზე ზეწოლა არ უნდა შემცირდეს

კაია კალასი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი მიესალმა დონალდ ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადების ირგვლივ გამართულ დისკუსიებს, მაგრამ გააფრთხილა, რომ ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით რუსეთზე ზეწოლა არ უნდა შემცირდეს.

„ფოკუსი არ უნდა მოვხსნათ იმას, ვისაც არ სურს მშვიდობა, ეს არის რუსეთი. ჩვენ არაფერი გვსმენია იმის შესახებ, რომ რუსეთი რაიმე დათმობას აკეთებდეს“, - აღნიშნა კაია კალასმა.

„ჩვენ უნდა განვიხილავდეთ, როგორ არ მოახდენს რუსეთი ხელახლა შეჭრას და როგორ შეუძლია რუსეთს ამ ომის შეწყვეტა, და არა იმას, რაზე უნდა თქვას უარი უკრაინამ, რადგან ამ ომში არის ერთი მსხვერპლი და ერთი აგრესორი“, - დასძინა მან.