გაითვალისწინეთ ეს, როდესაც სასმელს უკვეთავთ - მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს
1783882438
ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მისიას გაგზავნის, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
კალასის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცებენ.
„ჩვენ ასევე შევთანხმდებით სომხეთისთვის ახალ პარტნიორულ მისიაზე ჰიბრიდულ საფრთხეებთან, ასევე უცხოური ინფორმაციული მანიპულირებისა და ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელთა წინაშეც ის ამჟამად დგას“, – განაცხადა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.