1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა „რუსეთის არმიისა და მთელი სახელმწიფოს ავტორიტეტის ძირის გამოთხრაში“ დაადანაშაულა სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრი, გენერალი ვიქტორ სობოლევი, რომელმაც გამორიცხა რუსეთის თავდასხმა პოლონეთზე.
გენერალ სობოლევის პოზიციას კადიროვმა „სირაქლემას პოზას“ შეადარა და სიმხდალეში დაადანაშაულა.
„თუ ვინმე, სობოლევის გარდა, თავის აზრებში წინასწარ ემზადება ომში დამარცხებისთვის, მაშინ სჯობს, წინასწარვე ჩაჰბარდეს პოლონელებს და ნუ მართავს პროევროპულ საუბარს, რაც რუსეთის არმიისა და მთელი სახელმწიფოს ავტორიტეტს ლახავს“, - აცხადებს რამზან კადიროვი.
წინა დღით სობოლევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნატოს წევრ პოლონეთში შეჭრა მესამე მსოფლიო ომისა და ბირთვული დაპირისპირების დასაწყისი იქნება, რაზედაც რუსეთი არ წავა.
უფრო ადრე ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა თქვა, რომ სურს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ, სურს, რუსეთმა პოლონეთის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაციაც“ მოახდინოს.
კადიროვს რუსმა გენერალმაც უპასუხა. მან ჩეჩნეთის ლიდერის განცხადებას უცნაური უწოდა.