1746733863
ჯეი დი ვენსი: ტრამპს არ აინტერესებს, რას გვიყვირიან ევროპელები, მას აინტერესებს ამერიკელი მოქალაქეების ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება

ტრამპს არ აინტერესებს, რას გვიყვირიან ევროპელები, მას აინტერესებს ამერიკელი მოქალაქეების ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.
გრენლანდიის საკითხზე საუბრისას ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ დანია, რომელიც ფლობს კუნძულ გრენლანდიას, არ აკეთებს თავის საქმეს და არ არის კარგი მოკავშირე.
„უნდა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ეს ნიშნავს, რომ გრენლანდიაში უფრო დიდი ტერიტორიული ინტერესი უნდა გვქონდეს - მაშინ ეს არის ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი გეგმავს. რადგან მას არ აინტერესებს, რას გვიყვირიან ევროპელები, მას აინტერესებს ამერიკელი მოქალაქეების ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება“, - დასძინა მან.
U.S. Vice President JD Vance on Greenland:
— Clash Report (@clashreport) March 23, 2025
Denmark, which controls Greenland, is not doing its job, it’s not being a good ally.
If that means that we need to take more territorial interests in Greenland, that is what President Trump is going to do.
Because he doesn’t care… pic.twitter.com/NssOSwE91E