მნიშვნელოვანი სიახლე პენსიონერებისთვის - დეტალურად
1759003334
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთი უარს ამბობს როგორც უკრაინასთან ორმხრივ შეხვედრებზე, ისე სამმხრივ მოლაპარაკებაზე, ამერიკელების მონაწილეობით. ჯეი დი ვენსმა რუსულ მხარეს მოუწოდა, გამოფხიზლდნენ და ფრონტზე არსებულ რეალობას თვალი გაუსწორონ.
„ჩვენ კვლავ მშვიდობის ერთგულები ვრჩებით, მაგრამ ამისთვის საჭიროა ორივე მხარის სურვილი. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავთ, რომ რუსები უარს ამბობენ ნებისმიერ ორმხრივ შეხვედრაში მონაწილეობაზე უკრაინელებთან. ისინი უარს ამბობენ ნებისმიერ სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობაზეც, სადაც პრეზიდენტი ან ადმინისტრაციის სხვა წევრები შეიძლებოდა დამსხდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან რუსებთან და უკრაინელებთან ერთად. კიდევ რამდენი ადამიანის მოკვლას აპირებენ ისინი ძალიან მცირე ან საერთოდ, რაიმე სამხედრო უპირატესობის სანაცვლოდ? ჩვენი პოზიცია ისაა, რომ განვაგრძობთ მუშაობას მშვიდობისთვის და ვიმედოვნებთ, რუსები საბოლოოდ გამოფხიზლდებიან, დაინახავენ ადგილზე არსებულ რეალობას“, - განაცხადა ვენსმა.