რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ის პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მიემგზავრება, სადაც ირანულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავს.
„მოუთმენლად ველით მოლაპარაკებებს. ვფიქრობ, პოზიტიური იქნება. თუ ირანელებს სურთ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად აწარმოონ და ხელი გამოგვიწოდონ, ეს სხვა საქმე იქნება. ხოლო, თუ ისინი ჩვენ მოტყუებას შეეცდებიან, აღმოაჩენენ, რომ მომლაპარაკებელთა ჯგუფი ამას არ მიიღებს“, - განუცხადა ვენსმა ჟურნალისტებს გამგზავრებამდე.
როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკის მომლაპარაკებელთა ჯგუფს საკმაოდ ნათელი გზამკვლევი გადასცა.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისლამაბადში ირანული დელეგაცია ჩავიდა.