ჯეფ ლანდრი: აშშ მეორე მსოფლიო ომის დროს იცავდა გრენლანდიის სუვერენიტეტს, როდესაც დანიას ეს არ შეეძლო. ომის შემდეგ კი დანიამ გრენლანდიის ხელახალი ოკუპაცია მოახდინა

ჯეფ ლანდრი

ლუიზიანას გუბერნატორი და დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელი გრენლანდიის საკითხებში ჯეფ ლანდრი აცხადებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დანიამ ხელახლა მოახდინა გრენლანდიის ოკუპაცია და უგულებელყო გაეროს პროტოკოლები.

შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რითაც ბრიტანეთის მიერ გრენლანდიაში ჯარების შესაძლო გაგზავნას გამოეხმაურა.

„ისტორიას მნიშვნელობა აქვს. აშშ მეორე მსოფლიო ომის დროს იცავდა გრენლანდიის სუვერენიტეტს, როდესაც დანიას ეს არ შეეძლო. ომის შემდეგ დანიამ მისი ხელახალი ოკუპაცია მოახდინა - გვერდი აუარა და უგულებელყო გაეროს პროტოკოლი. აქ საუბარი სტუმართმოყვარეობაზე უნდა იყოს და არა მტრობაზე“, - წერს ლანდრი.