ვინც აღდგომას საფლავზე გადის, ეს უნდა იცოდეს
1744405765
თითქმის 200-მდე პესტიციდი იპოვეს ევროპის ქალაქებში მდებარე სახლებში, მტვრის ნაწილაკების შესწავლის დროს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით, მეცნიერებმა ევროპის 10 ქვეყანაში, სახლებში არსებულ მტვერში 197 პესტიციდი აღმოაჩინეს.
მტვერში აღმოჩენილი პესტიციდების 40%-ზე მეტი დაკავშირებული იყო უაღრესად ტოქსიკურ ეფექტებთან, მათ შორის კიბოსთან და ადამიანის ჰორმონალური სისტემის დარღვევასთან, აცხადებენ მკვლევრები.
„ჩვენ გვაქვს ბევრი ეპიდემიოლოგიური კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ დაავადებების გამომწვევი მიზეზები პესტიციდების ნარევებთანაა კავშირში“, - განაცხადა პროფესორმა პოლ შიპერსმა, ბიოლოგიური და გარემოსდაცვითი მეცნიერებების ინსტიტუტის მკვლევარმა.
მან აღნიშნა, რომ მტვერში შემავალი პესტიციდები ჩვენს სახლებში ფეხსაცმლის საშუალებით შემოდის და მათი შეტანა კატებსა და ძაღლებსაც შეუძლიათ.
„არსებობს მრავალი კვლევა, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ცხოველები არიან გარკვეული დამაბინძურებლების, მათ შორის პესტიციდების გადამტანები გარემოდან. მეორე ჯგუფი არის სამომხმარებლო პროდუქტები, რომლებიც შემოგვაქვს ჩვენს სახლებში“ - ამბობს პროფესორი.