1790255236
იტალიის მთავრობამ სკოლებში ბურკისა და ნიქაბის ტარების აკრძალვასთან ერთად, კლასებში იმ მოსწავლეთა ლიმიტი დაამტკიცა, რომლებიც იტალიურ ენას დაბალ დონეზე ფლობენ
იტალიის მთავრობამ ისლამის მიმდევრების მიერ სკოლებში ბურკისა და ნიქაბის ტარების აკრძალვასთან ერთად, კლასებში იმ მოსწავლეთა ლიმიტი დაამტკიცა, რომლებიც იტალიურ ენას დაბალ დონეზე ფლობენ.
დაწყებით კლასებში ლიმიტი დაწესდება მხოლოდ იტალიის მოქალაქეობის არმქონე მოსწავლეებზე, რომლებიც იტალიაში არ დაბადებულან. კლასში მათი რაოდენობა 30 პროცენტით განისაზღვრა. დამრღვევ პირს 1 000 ევროს ჯარიმა დაეკისრება.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ცვლილებებს 60 დღის ვადაში პარლამენტმა უნდა დაუჭიროს მხარი. აღსანიშნავია, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის საპარლამენტო კოალიცია საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას ფლობს.












