ისტორიაში პირველად, ლატვია გაეროს უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომ

2026 წლის პირველი ნოემბრიდან ლატვია ისტორიაში პირველად, ერთი თვის განმავლობაში, გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. გაეროში ლატვიის ელჩის, სანიტა პავლუტა-დესლანდესის განცხადებით, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა ის პერიოდია, როდესაც ქვეყანა საბჭოს მუშაობაში განსაკუთრებით თვალსაჩინო როლს იკავებს.

მისი თქმით, ლატვიის წვლილი გაეროს უშიშროების საბჭოს საქმიანობაში ყოველთვის „თანმიმდევრული და მიზანმიმართული“ იყო, თავმჯდომარეობა კი ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, დაიცვას საკუთარი ინტერესები და ღირებულებები, გაზარდოს საერთაშორისო ცნობადობა და პასუხისმგებლიანი პოზიცია წარმოაჩინოს.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გაერო-ს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად დარჩეს, არ დავუშვათ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ნორმალიზება, ვამხილოთ რუსეთის პროპაგანდა და სიცრუე და საერთაშორისო საზოგადოებას განვუმარტოთ რუსეთის იმპერიალისტური მიზნები და მისი ქმედებების გლობალური შედეგები“,- განაცხადა ლატვიის ელჩმა.

✕