1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გამოაცხადეს, რომ ისინი "მზად არიან ომისთვის" მას შემდეგ, ქვეყანაზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა და ღაზას სექტორში სამხედროებმა შეაღწიეს. ამის შესახებ ნათქვამია ისრაელის შეიარაღებული ძალების ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
1 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 3 დაშავდა ისრაელში, ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, გარდაცვლილია მოხუცი ქალბატონი , დაშავებულები კი აშკელონსა და იავნეში არიან. რაკეტები ადგილობრივი დროთი 6:30 საათზე გაუშვეს.
პალესტინის მთავრობაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით უახლოეს დროში განცხადება გაკეთდება.