ხილი, რომელიც უკეთ დაძინებაში დაგეხმარებათ - არუნ ხათრის რჩევა
1777148034
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდა.
როგორც მან აღნიშნა, შეთანხმების გახანგრძლივება ისრაელისა და ლიბანის ოფიციალურ პირებს შორის ოვალურ კაბინეტში შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.
თეთრი სახლის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ მალე ოვალურ კაბინეტში ისრაელის პრემიერ-მინისტრს და ლიბანის პრეზიდენტს შეხვდება.
"ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ჯ. ტრამპი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, აშშ-ში ისრაელის ელჩი მაიკ ჰაკაბი და აშშ-ში ლიბანის ელჩი მიშელ ისა, დღეს ოვალურ კაბინეტში ისრაელისა და ლიბანის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა! ამერიკის შეერთებული შტატები ლიბანთან ერთად იმუშავებს, რათა დაეხმაროს მას „ჰეზბოლასგან“ თავის დაცვაში. ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გაგრძელდება. მოუთმენლად ველოდები, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბიბი ნეთანიაჰუს და ლიბანის პრეზიდენტს, ჯოზეფ აუნის ვუმასპინძლო. დიდი პატივი იყო ამ ისტორიულ შეხვედრაში მონაწილეობა!," - წერს ტრამპი.