ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ომი არავის ინტერესებში არ შედის - ენტონი ბლინკენი

 ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ომი არავის ინტერესებში არ შედის.

"არავის, არც ისრაელის, არც ლიბანის, არც "ჰეზბოლას" ინტერესში არ არის ამ ესკალაციის დანახვა", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

"ისრაელელებმა ჩვენთან საუბარში მკაფიოდ განაცხადეს, რომ მათ სურთ იპოვონ დიპლომატიური გზა, რათა შეიქმნას უსაფრთხოების ისეთი მდგომარეობა, რომელიც ისრაელელებს საშუალებას მისცემს, დაბრუნდნენ სახლში", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.