ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა

ფგ

ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა.

იერიშის მიზნად "ჰეზბოლას" ობიექტები სახელდება, რომლებიც "ცახალის" მტკიცებით, ლიბანის სამხრეთ ნაწილში საკუთარი ძალების აღდგენას ცდილობდნენ. საჰაერო იერიშებს წინ უძღოდა ისრაელის მხრიდან გაფრთხილება და ევაკუაციის ბრძანება ერთდროულად სამ ლოკაციაზე.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.