რატომ არ უნდა დატოვოთ ტელეფონის დამტენი დენის წყაროში
1734037881
ისრაელმა მოკავშირეებს შეატყობინა, რომ ირანის ქალაქ ქერმანში, გენერალ ყასემ სულეიმანის საფლავთან მომხდარ აფეთქებებთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის წყაროების ცნობით, ქერმანში მომხდარი აფეთქებები თავისი შინაარსით არ ჰგავს ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს, რომელთა სამიზნეებიც სხვადასხვა დროს ცალკეული პირები ან ირანის ძალოვანი უწყებების ინფრასტრუქტურა გამხდარა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში, ისევე როგორც „ცაჰალში“ ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
ირანის ქალაქ ქერმანში, გენერალ ყასემ სულეიმანის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 103-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 188 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.